ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი – NDI-ის კვლევა

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი – NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები ცნობილია.
კითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმინობას? პასუხები ასე გადანაწილდა (ოქტომბრის მონაცემებით):
· კარგად – 54 პროცენტი
· ცუდად – 38 პროცენტი
· არ ვიცი – 6 პროცენტი
· უარი პასუხზე – 2 პროცენტი
კვლევის თანახმად, მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე ტიპის დასახლებებშია. ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.
მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტლებში მოიმატა.
უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ. ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტლების უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.