ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობის ინიციატივას, რომლითაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლების სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში ბრუნდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში ბრუნდება, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი 80-ხმით ერთხმად - პირველი მოსმენით მიიღეს.
შესაბამისად, ყალიბდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს მაკონტროლებელ ორგანოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.