ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობის ადმინისტრაციაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „სისხლის დონაციის ბანკის“ მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაღებული სისხლით „სისხლის დონაციის ბანკის“ სარეზერვო მარაგი შეივსება.
„მოხარული ვართ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ზრუნვას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მისასალმებელია, რომ ამ აქციას ბევრი თანამშრომელი შეუერთდა და არის ძალიან დიდი აქტივობა“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.
მათივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მსგავსი აქცია პერიოდულად იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.