არქივი17 აპრილი, 2024, 19:51
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულ პირს ცივი იარაღი, დანა ჰქონდა.
„რად გინდოდა ბიჭო დანა“, - მიმართა სამართალდამცავმა დაკავებულ პირს.
მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში ხმაურია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადმინისტრაციაში შესვლას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. აღნიშნულს პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ახლავს, ვინაიდან პოლიცია შეკრებილებს ამის საშუალებას არ აძლევს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.