ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს მეორედ ხვდებამედპერსონალისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა ეხება ექიმების მოთხოვნას, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ.
როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა განუცხადა, შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
პრემიერის და მედპერსონალის პირველი შეხვედრა გუშინ შედგა. გუშინ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი არ დასწრებია. თითქმის 2-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ექიმებმა თქვეს, რომ პრემიერს ინფორმაცია მიაწოდეს და კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არგუმენტებზე ესაუბრნენ.
„გვქონდა შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის. ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც გვაძლევდა. ხვალ კიდევ დამატებით შეგვხვდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება სასიკეთო", - უთხრა რესპუბილური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გაგუამ ჟურნალისტებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.