ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობის ადმინისტრაცია - უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

მთავრობის ადმინისტრაცია - უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს

უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს დღეს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით, დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება. უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.
როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი და შეიქმნას სისტემა, რომლის პირობებშიც, ახალგაზრდები ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.