მთავრობა 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ “ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ” ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულება 47 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ტენდერებით საერთო ჯამში 592 ახალი ავტომობილის შეძენა იგეგმება, შესაბამისად, ერთი ავტომობილის შესყიდვა ბიუჯეტს 79,489 ლარი დაუჯდება.

ტენდერი რამდენიმე კომპონენტად იყოფა, ესენია პიკაპების, ჰიბრიდული ავტომობილების და მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილები. აღნიშნული ავტომობილებიდან ყველაზე მეტი განკუთვნილია სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, მელიორაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის.

უფრო დეტალურად, 305 პიკაპის საერთო ღირებულება იქნება 27,571,695 ლარი (ერთეულზე 90,399 ლარი); 156 ჰიბრიდული ავტომობილის საერთო ფასი იქნება 9,218,040 ლარი (ერთეულზე 59,090 ლარი); 98 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული ავტომობილების საერთო ფასი იქნება 7,947,800 ლარი (ერთეულზე 81,100 ლარი) და 33 ერთეული II კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული ავტომობილების ფასი იქნება 2,319,900 ლარი (ერთეულზე 70,300 ლარი).

ორგანიზაციის დასახელებაავტომობილის ტიპირაოდენობა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი28
სურსათის ეროვნული სააგენტოსპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი90
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი9
დაცული ტერიტორიების სააგენტოსპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი10
ეროვნული სატყეო სააგენტოსპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი50
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი3
სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი3
შპს „საქართველოს მელიორაცია“სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი25
ა(ა)იპ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი3
სსიპ – შემოსავლების სამსახურისპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი18
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი1
შპს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია”სპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი33
სსდ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი30
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისპეციალიზებული (პიკაპი) ავტომობილი2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი2
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი11
სურსათის ეროვნული სააგენტოIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი25
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
ღვინის ეროვნული სააგენტოIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი2
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი13
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი3
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი25
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი13
სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
(სსიპ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაIII კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
სურსათის ეროვნული სააგენტოIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი10
შპს „საქართველოს მელიორაცია“III კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი7
სსიპ შემოსავლების სამსახურიIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი85
სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი3
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი10
სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურიIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი8
სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი3
(სსიპ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
საქართველოს თავდაცვის სამინისტროIII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი29
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი11
სსიპ შემოსავლების სამსახურიII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი8
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურიII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი3
სსდ – სპეციალური პენიტენციური სამსახურიII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი5
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
სსიპ – საქართველოს ეროვნული ბანკიII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
სსიპ – თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრიII კლასის მსუბუქი სრულად ჰიბრიდული (FHEV) ავტომობილი1
სულ ჯამი592

აღნიშნული ტენდერებით მოთხოვნილია რომ შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს იყოს წარმოებული.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ დოკუმენტაცია მწარმოებლის ოფიციალური დილერის ხელშეკრულების, ასევე ავტომობილების სერვისის გაწევის შესახებ, რაც 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურებასაც მოიცავს.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 25 ივნისამდე შეუძლიათ.

წყარო