მთავრობა „შემხვედრი ზომებით” არ უპასუხებს ლიეტუვა-ესტონეთის „ანტიქართულ გადაწყვეტილებას”

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” რჩება ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებმაც სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენელს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს:
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის”.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც წერია, რომ ესტონეთს და ლიეტუვას „ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი” და მათი მთავრობები „არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ” და „იძულებული არიან საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ”.
კონკრეტულად რომელი ქვეყნის „კარნახით” მითითებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ