მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას გეგმავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.
ამის შესახებ მთავრობამ განკარგულება პირველ აგვისტოს გამოსცა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის დაევალა.
განკარგულების მიხედვით, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ჯამში 12 მილიონია გათვალისწინებული.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე იქნება ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, ასევე, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები.
მათივე ცნობით, კომპლექსში ასევე გამოიყოფა ფართი IT კომპანიებისთვის, რომლებიც ბოლო წლებია საქართველოში წარმატებით საქმიანობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ