ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობა საქართველოში მოსახლეობის შემცირებას პროგნოზირებს

მთავრობა საქართველოში მოსახლეობის შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მოსახლეობა მომდევნო წლებში კიდევ შემცირდება - ასეთი პესიმისტური და ნაკლებდამაიმედებელი პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობას. ამის შესახებ წერია მთავრობის 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების დოკუმენტში.
როგორც დოკუმენტშია ვკითხულობთ, 2026 და 2027 წლებში საქართველოს მოსახლეობა 0.1%-0.1%-ით შემცირდება.
ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იქნება 3 693 600 კაცი, 2026 წელს - 3 691 700 კაცი, ხოლო 2027 წელს უკვე 3 688 900 კაცამდე შემცირდება რიცხოვნობა. რაც შეეხება გასულ 2024 წელს, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წინა წელს 3 694 600 კაცი იყო.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო იუწყება, რომ საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“.
საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს.
"აღნიშნული პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო სტრუქტურული რეფორმების ნაწილში „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.