ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 16 მილიონამდე ლარს დახარჯავს

მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 16 მილიონამდე ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო ღონისძიებებისთვის 15.8 მლნ ლარს დახარჯავს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს მოაწერა.
როგორც განკარგულებაში წერია, მთავრობის ადმინისტრაციისთვის ამ თანხას ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოები განახორციელა, თუმცა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მეწარმეებმა „საახალწლო სოფელში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, გაუქმდა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაც.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.