მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

მოლდოვაში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები პრემიებს მიიღებენ. პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, მე-2 ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, მე-2 ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მოლდოვაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს