მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის, თუმცა სტუ “წმინდა ტექნიკურ” უნივერსიტეტად გარდაიქმნება

საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტუ-ს რექტორსა და პროფესორებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება “წმინდა ტექნიკურ” უნივერსიტეტად.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუშ-ში. ასევე, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონდე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში“, – განაცხადა კობახიძემ.
ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ის რექტორსა და პროფესორ – მასწავლებლებს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო – მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ