მთავრობა გურიის ეროვნული პარკის შექმნას გეგმავს

გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი − შეიქმნება. აღნიშნული საკითხი დღეს, 25 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, გურიის ეროვნული პარკი 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ამ ფართობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 13 000 ჰა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მოიცავს, დანარჩენი კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.
„მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ადგილობრივი ბუნების, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებით მათი სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის და ა.შ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ფოტო: Georgian Travel Guide

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ