არქივი22 მაისი, 2024, 18:08
მთავრობამ წაშალა ფოტო, რომელზეც ირანში საქართველოსა და რუსეთის თვითმფრინავები ერთად ჩანს
მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-გვერდიდან რამდენიმე წუთში წაშალეს ფოტო, რომელზეც ირანში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასული ირაკლი კობახიძის ფონზე რუსული და ქართული თვითმფრინავები ერთად ჩანს.
კობახიძის მეთაურობით ქართული დელეგაცია ირანში ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას დაესწრო. კობახიძის გარდა, დაკრძალვაზე იყო დელეგაცია რუსეთიდან, ასევე, ჰამასისას და ჰეზბოლას ლიდერები.
ცერემონიალს არცერთი დასავლელი ლიდერი არ ესწრებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.