მთავრობამ უქმე დღეები გამოაცხადა — ნახეთ სია

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იანვრის ოფიციალურ [1, 2] უქმე დღეებს კიდევ ხუთი დასვენების დღე დაემატა.
ესენია: 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები.
ამგვარად, დასვენების დღეები იქნება 1-დან 12 იანვრის ჩათვლით, ვინაიდან 1, 2 და 7 იანვარი ისედაც უქმე დღე, ხოლო 4-5 და 11-12 იანვარს შაბათ-კვირაა.
დასვენების დღეები არ ვრცელდება:
· საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე
· „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)