ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ რეგიონებისთვის ახალი ავტობუსები შეიძინა

რეგიონებისთვის მთავრობამ ახალი ავტობუსები შეიძინა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
დღეიდან ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 "ისუზუს" ფირმის ავტობუსი მოემსახურება.
პროექტი სულ 154 რვამეტრიანი ავტობუსის შეძენას ითვალისწინებს. ტრანსპორტი მუნიციპალიტეტებში ნაწილდება.
ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. ამას გარდა, შეძენილია 90-მდე ნაგავმზიდი, რომლებიც ყველა რეგიონში განაწილდება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.