მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის უფლება არ მისცა
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა.
თანხმობისთვის მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, ვიზიტზე უარი ეთქვა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მაინც გაემგზავრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა წამოიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა პარლამენტმა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენება ვერ შეძლო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.