ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაარქვა

მთავრობამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაარქვა. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე დაყრდნობით, დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს, გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს მეფისქალაქი",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილებაში წერია.
უნდა აღინიშნოს, რომ კასპი მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს ისტორიული წყაროების მიხედვით მეფის ქალაქს უწოდებდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.