ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ ეროვნულ ბანკს ₾28.6 მლნ-ად ის უძრავი ქონება გადასცა, სადაც „ბიზნეს სახლი“ უნდა აშენებულიყო

მთავრობამ ეროვნულ ბანკს 28.6 მლნ ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით თბილისში, გულიას 3 ნომერში მდებარე მიწა და მშენებარე შენობა-ნაგებობა მიჰყიდა.
საუბარია "ბიზნესსახლის" შენობაზე, რომლის მშენებლობაც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯერ კიდევ 2016 წელს იყო დაანონსებული, მაგრამ „რევოლუციური პროექტი“ შემდგომმა პრემიერ-მინისტრებმა დაიწუნეს და 10 მლნ ლარიანი კარკასი დღემდე დაკონსერვებულია.
განკარგულების მიხედვით, გულიას 3 ნომერში 13 421 კვ.მ მიწა და მასზე განთავსებული მშენებარე 25 873 კვ.მ შენობა-ნაგებობა ეროვნულ ბანკს პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაეცემა. ქონების ზუსტი ღირებულება 28 669 365 ლარია.
ეროვნულმა ბანკმა თანხა ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში უნდა გადაიხადოს. განკარგულების თანახმად, შენობის ექსპლუატაციაში მიღების პერიოდი 5 წელია (60 თვე). იმ დრომდე, სებს უფლება აქვს, ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის და ახალი შენობების აშენების.
განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.