ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობამ „ანაგი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან დროებით გაათავისუფლა - კომპანიამ ბიუჯეტში ₾260 870 უნდა გადაიხადოს

მთავრობამ „ანაგი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან დროებით გაათავისუფლა - კომპანიამ ბიუჯეტში ₾260 870 უნდა გადაიხადოს

მთავრობამ „ანაგი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. სანაცვლოდ, სამშენებლო კომპანიამ ბიუჯეტში 260 870 ლარი უნდა გადაიხადოს.
12 აგვისტოს 1320-ე მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვით გათავისუფლდება და „ანაგი“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ეწერის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 200 000 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვებას შეძლებს. დოკუმენტში არ ზუსტდება, კონკრეტულად რომელი პროექტის შესრულებისთვის მიეცა კომპანიას ამ ლოკაციაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება. წერია მხოლოდ ის, რომ მოპოვებულ რესურსი კომპანიამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის შეზღუდულ ვადებში შესასრულებლად უნდა გამოიყენოს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.