“მთავარ არხზე” გადაცემები შეჩერდა, ზაზა ოქუაშვილს ადანაშაულებს

მთავარ არხზე ყველა გადაცემა შეჩერდა. როგორც განმარტავს, ტელევიზიას ფული აქვს, თუმცა მის ხარჯვას ბლოკავს ზაზა ოქუაშვილი, როგორც იურიდიული წარმომადგენელი.
“ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.
გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად, რომ ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:
კომუნალურს, ინტერნეტის, ტექმომსახურების, ტრანსპორტირების, სატელიტის, ანძის, რეიტინგის, შესყიდვების, ყველა დანარჩენს
ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება.
არხს არ აყიდინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
“ამ დროისთვის “მთავარი არხის” ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად.”- ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა