პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,მთავარი სამმართველოს შენობაში მოწყობილი აქვთ წამების ოთახი“ – ლევან ხაბეიშვილი

,,მთავარი სამმართველოს შენობაში მოწყობილი აქვთ წამების ოთახი“ – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მთავარი სამმართველოს შენობაში მოწყობილი აქვთ წამების ოთახი, სადაც ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას, ძალადობის მეშვეობით აიძულებენ სხვადასხვა მოქმედებებს, საუბარს იღებენ, აკომპრომატებენ და ემუქრებიან შემდგომში აქტივობის შემთხვევაში გასაჯაროებით. ართმევენ პირად ტელეფონებს, უჩხრეკენ,
ათვალიერებენ პირად მიმოწერებს, ადამიანების პირად ცხოვრებას და შემდეგ აშანტაჟებენ, რომ თუ არ გაჩუმდებიან, ამ ყველაფერს დადებენ სოციალურ ქსელებში.
აბსოლუტურად ყველას იდენტიფიცირება მოხდება და კანონის უმაღლეს სასჯელს მიიღებს ყველა მწამებელი და მანიაკი!
თუ ფიქრობთ შეგრჩებათ, ძალიან ცდებით!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.