მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ამერიკის ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიორგი ბადაშვილი და ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, -ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, -ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორენ იდსი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ნატა წნორიაშვილი ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი გაბიტაშვილმა ელჩ რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან საქართველოს პროკურატურასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება. გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის ელჩს, ასევე, პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, თავის მხრივ, გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში