ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა „რუსული კანონი“, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს” – იაგო ხვიჩია

“მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა „რუსული კანონი“, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს” – იაგო ხვიჩია
ჩემი აზ­რით, მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბამ­დე ოლაფ შოლ­ცის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ცხა­დი იყო, საით მი­დი­ო­და ეს სი­ტუ­ა­ცია, – ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რის, მე­თიუ მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.
ხვი­ჩი­ას თქმით, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში არა “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი” არა­მედ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც 83 დე­პუ­ტატს აი­ძუ­ლებს, სა­კუ­თა­რი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იმოქ­მე­დოს.
“ჩემი აზ­რით, მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბამ­დე [ოლაფ] შოლ­ცის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ცხა­დი იყო, საით მი­დი­ო­და ეს სი­ტუ­ა­ცია. როცა მთე­ლი და­სავ­ლე­თი გე­უბ­ნე­ბა, რომ ეს არ არის და­სავ­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი, ევ­რო­პა­ში ასე ვერ შე­ვალთ, ჩვენ იმა­ვეს ვაგ­რძე­ლებ­დით. მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ ერთი კარ­გი რამ მი­ვი­ღეთ, რომ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში არა “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი”, არა­მედ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ჩვენს 83 დე­პუ­ტატს აი­ძუ­ლებს, სა­კუ­თა­რი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იმოქ­მე­დოს, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის მო­პარ­ვას ნიშ­ნავს, რად­გან ქარ­თველ ხალ­ხს არა­ვის­თვის მი­უ­ცია უფ­ლე­ბა, რომ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­ე­წყვი­ტა ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სი“, – აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩი­ამ.
ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი “შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია” თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი და პრო­რუ­სუ­ლია, რა­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ შე­ე­გუ­ე­ბა მას შემ­დეგ რაც ზუს­ტად შე­არ­ჩი­ეს სა­მიზ­ნე “თუ ვინ მი­ათ­რევს მათ არას­წო­რი თუ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით“.
“მე მგო­ნი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, რომ და­სავ­ლეთს და­შორ­დეს. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ და­სავ­ლე­თი აგენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლებ­მაც ერთი რე­ვო­ლუ­ცია ჩვენ მოგ­ვი­წყვეს, შემ­დეგ სა­დღაც ომი დაგ­ვა­წყე­ბი­ნეს, შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა აც­დუ­ნეს და ა.შ. ეს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია, რო­მე­ლიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი და პრო­რუ­სუ­ლია, რა­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ შე­ე­გუ­ე­ბა მას შემ­დეგ რაც ზუს­ტად შე­არ­ჩი­ეს სა­მიზ­ნე თუ ვინ მი­ათ­რევს მათ არას­წო­რი თუ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით”, – აღ­ნიშ­ნა იაგო ხვი­ჩი­ამ.
ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გუ­შინ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ
“თუ თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტექსტს შე­ხე­დავთ, ან კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტექსტს, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნებ­ში კრემ­ლის გავ­ლე­ნით მი­ი­ღეს, ისი­ნი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა იმ კა­ნო­ნის­გან, რო­მე­ლიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს”.
მისი თქმით, “გან­სხვა­ვე­ბა ამ კა­ნო­ნე­ბის ბუ­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს”.
ამას­თან, რო­გორც მი­ლერ­მა აღ­ნიშ­ნა, ცრუ შე­და­რე­ბე­ბი წარ­სულ­შიც უნა­ხავს.
“წარ­სულ­ში ეს ცრუ შე­და­რე­ბე­ბი მი­ნა­ხავს, თუ თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტექსტს შე­ხე­დავთ, ან კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტექსტს, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნებ­ში კრემ­ლის გავ­ლე­ნით მი­ი­ღეს, ისი­ნი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა იმ კა­ნო­ნის­გან, რო­მე­ლიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, – აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.