“მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს: – წადი!“ – რატომაა შეცდომა ხელახალი არჩევნების მოთხოვნა?

ჩემი აზრით, შეცდომაა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია, აქ არის მთავარი “წადი“, ადამიანი გამოვიდა გაბრაზებული, როგორ მაკადრე, რომ გამოხვედი ჩემი კონსტიტუციურობიდან, დასავლეთი წამართვი და მე ამისთვის გამოვედი საჩხუბრად. ის ახალი არჩევნებიც დიდი ბუტაფორიაა, თუ შენ არ დაგანგრიე, მე თუ შენ გთხოვ არჩვენებს, ესეთი წაგებულია სულ. შენ აქეთ უნდა მეხვეწო, არჩევნებს ჩაგიტარებ, ისე შემიყენე წყალი, რომ თავი რამენაირად ლეგიტიმურად გადავირჩინო, ამისთვის ქოცი აქეთ უნდა გეხვეწებოდეს, მაგ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა იყოს მიზანი, რაც არის მოთხოვნა, “წადი.“ მთავარი პრობლემა რა არის იცით? როცა პარტია სახელმწიფო რესურსს იყენებს სათავისოდ, ეგ უნდა მოანგრიო. ან მაგას ანგრევ, ან მეორე გამოსავალი- იმდენად იზრდება შენი პოპულარობა, რომ თავით გაიტან, ყველაფერს გახევ, იმხელა იქნება უპირატესობა, რომ გახევადია “ოცნება“. მაგის რწმენა თუ არ მექნება, საერთოდ პოლიტიკაზეც აღარ დავილაპარაკებ,- განაცხადა კობერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა