ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სხდომაზე აუცილებლად დაისმება

მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სხდომაზე აუცილებლად დაისმება
მთავარი მიზეზი, რატომაც არ მიდიან პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაში, არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც სხდომაზე აუცილებლად დაისმება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ისე დღესაც, ვინაიდან დაკავებულები არიან ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით.
„სინამდვილეში, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი. თქვენ იცით, რომ ისინი საკმაოდ მძიმე ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების პირობებში, თუმცა არამარტო მაშინ, დღესაც ხედავთ, რომ ისინი მთლიანად არიან დაკავებულები ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით,“- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.