არქივი25 ივლისი, 2024, 12:08
მთავარი არხი: ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს ოცნების ტიტუშკები თავს დაესხნენ
მთავარი არხის ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათივე ცნობით, სოფელ სუფსაში ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა.
როგორც მთავარი არხი წერს, ამ დროისთვის ლადო მენაბდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.