ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებული "ქართული ოცნების" წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ. წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ მაღალჩინოსნებს მაქსიმალური ჯარიმა - 80 000 დოლარი დაეკისრათ გადასახდელად.

წყაროს ცნობით, მანამდე, არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა, მის თხოვნას, გაეთავისუფლებინათ ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე შედეგი არ მოჰყვა, ისინი იზოლატორში რამდენიმე დღით დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.