არქივი2 დეკემბერი, 2024, 13:48
"მთავარის" ინფორმაციით, EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ამ კვირაში "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების პაკეტს წარადგენს

"მთავარის" ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი, ამ კვირაში "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების პაკეტს წარადგენს.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა [ესტონეთი, ლიეტუვა და ლიეტუვა], იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ცნობისთვის, კალასი აღნიშნულ თანამდებობაზე 2 დღის წინ დაინიშნა და მან ჯოზეფ ბორელი შეცვალა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.