პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზის ენერგია მსოფლიოში ყველაზე იაფ ენერგიის წყაროდ დასახელდა

მზის ენერგია მსოფლიოში ყველაზე იაფ ენერგიის წყაროდ დასახელდა

მზის ენერგიას მსოფლიოში სუფთა, განახლებად ენერგიაზე გადასვლის „მთავარ მამოძრავებელ ძალად“ მიიჩნევენ მისი ულტრადაბალი ღირებულების გამო. სურეის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ მზის ენერგია ყველაზე იაფ ენერგიის წყაროდ დაასახელა, რომელმაც გადაასწრო სხვა განახლებად წყაროებს, როგორიცაა ქარი, ასევე ქვანახშირი და გაზი.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მზიან ქვეყნებში მზის ენერგიის გამოყენებით ენერგიის ერთი ერთეულის წარმოების ღირებულება მხოლოდ 0.023 ევროა.
დიდ ბრიტანეთშიც კი, რომელიც ეკვატორიდან 50 გრადუსით ჩრდილოეთით მდებარეობს და თავისი პირქუში ამინდით არის ცნობილი, მზის ენერგია გამარჯვებული აღმოჩნდა, როგორც „მასშტაბიანი ენერგიის გენერაციის“ ყველაზე იაფი ვარიანტი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.