არქივი12 ოქტომბერი, 2025, 23:24
მზია ამაღლობელს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მზია ამაღლობელსა და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას საერთაშორისო ჯილდო გადასცეს.
„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – ამბობენ „ფორუმ 2000“-ში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.