მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში

მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრმა მზია ამაღლობელის თემაზე ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამაღლობელის შემთხვევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განზრახული ჰქონდათ საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება.
„ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო. ამ კუთხით მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და პარკებით ყველა თაობის ადამიანი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს