ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზია ამაღლობელი - ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი?"

მზია ამაღლობელი - ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი?"

ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მანამდე, მან მოსამართლეს მიმართა, მისი საბოლოო სიტყვისთვის ცალკე პროცესი ჩაინიშნოს იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოახერხოს. მოსამართლემ აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს.
„დღეს მარტო ერთ კითხვას დავსვამ. ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. რა ვიცი, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც კობახიძე საუბრობს. მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი… ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.