მზია ამაღლობელი გამომძიებელს – ეს თავდასხმა არ არის!

ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის! – ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქმის გამომძიებელს, მიხეილ დარჩიას, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაიკითხა.
მზია ამაღლობელმა გამომძიებელს, ასევე, ჰკითხა, როდის დასრულდება მის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ექსპერტიზა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა: „შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს ექსპერტიზა, ვერ გეტყვით“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, საქმის გამომძიებელი გამოკითხეს. გამომძიებელი მიხეილ დარჩია, მხარეების შეკითხვებს 3 საათზე მეტხანს პასუხობდა.
ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე