ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 მაისს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 მაისს გაგრძელდება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე, მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია უკვე დაიკითხა. ასევე, დღევანდელ სხდომაზე უნდა დაეკითხათ, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, თუმცა პროცესი გადაიდო.
ბესელიაც და დგებუაძეც პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან. ორივე მათგანის გამოკითხვა დღევანდელ პროცესზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბესელიას დაკითხვა დიდი ხნით გაგრძელდა, სამუშაო საათების ამოწურვისას დაცვის მხარემ პროცესის გადადება მოითხოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.