მზია ამაღლობელის საქმე “ქართული ოცნების” მიერ მედიის მიმართ არასათანადო მოპყრობის სიმბოლოდ იქცა – PCSC

პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ დღეს, პრესის საერთაშორისო დღეს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ არა მხოლოდ ამაღლობელს, არამედ იმ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მზარდი ძალადობის წინაშე არიან.
“დღეს, როცა პრესის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ, ჩვენი ფიქრები არის ქართველ ჟურნალისტებთან, რომლებიც მუდმივად მზარდი ძალადობისა და მუქარების წინაშე არიან. მზია ამაღლობელის საქმე იქცა “ქართული ოცნების” მიერ მედიის მიმართ არასათანადო მოპყრობის სიმბოლოდ. “დღეს მე ვარ, ხვალ შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვინც სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოზე ოცნებობს” – წერს ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მზია, რომელიც ორი მედია-გამოცემის დამფუძნებელია იანვრიდან დაკავებულია იანვრიდან და ემუქრება არაპროპორციული სასჯელი, 7 წლამდე პატიმრობა პოლიციის უფროსთან მომხდარი ინციდენტის გამო. Amnesty International-ის მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს, საქართველოში ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, მძიმე დაზიანებები, უკანონო დაკავებები, ჯარიმები და სამუშაო აღჭურვილობის მიზანმიმართული დაზიანება”, – წერია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.
პრაღის სამოქალაქო განათლების ცენტრი მუშაობს აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა სა ცენტრალურ აზიაში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ