მზია ამაღლობელის ადვოკატი – როდესაც ვაჩვენეთ ინციდენტიდან 1-2 წუთში გადაღებული კადრი, არცერთ მხარეს ოდნავ შეფერილობაც არ აქვს ირაკლი დგებუაძეს, სასაცილოა, რომ „ლოყა გაუწითლდა“

როდესაც ვაჩვენეთ ინციდენტიდან 1-2 წუთში გადაღებული კადრი, არცერთ მხარეს ოდნავ შეფერილობაც არ აქვს მას {ირაკლი დგებუაძეს}, სასაცილოა რომ „ლოყა გაუწითლდა“, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მაია მწარიაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმე პოლიციელი ცდილობს გამორიცხოს შემდგომი ძალადობა, რაც მზია ამაღლობელზე განხორციელდა დგებუაძის მიერ.
“მაშინ, როდესაც ვაჩვენეთ კადრი ინციდენტიდან 1-2 წუთში გადაღებული, არცერთ მხარეს ოდნავ შეფერილობაც არ აქვს მას, სასაცილოა რომ „ლოყა გაუწითლდა“. ამ ტიპის ტყუილები მოვისმინეთ -“იქ ვიყავი”, “არ ვიყავი”. ის ცდილობს გამორიცხოს შემდგომი ძალადობა, რაც განხორციელდა მზია ამაღლობელზე თავად დგებუაძის მიერ. სავარაუდოდ, თავად იქ იყო. ყველაზე დიდი ტყუილი იცით რა არის, დღემდე არ წარმოადგინა გამოძიებამ კამერები. თუ ეს სიცრუეა, რასაც მზია ამაღლობელი ჰყვება რომ მასზე დგებუაძემ განახორციელა ძალადობა, შეაფურთხა, აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, გვაჩვენონ კადრები. არ გვაჩვენებენ“,- აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. მზია ამაღლობელს სხდომათა დარბაზში მხარდამჭერები ტრანსპარანტებით დახვდნენ, ასევე, ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციელების დაკითხვის თაობაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს