არქივი21 დეკემბერი, 2024, 19:52
მზად ვარ, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ივანიშვილს შევხვდე – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
,,ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან რომ ვაიძულოთ ივანიშვილი, მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე პირადად მზად ვარ რომ შევხვდე მას. მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს. მე ხვალ ვიქნები პარლამენტთან, 9 საათზე გამოვალ სიტყვით, იმ ადამიანებთან რომლებიც ამდენი დღეა ქუჩაში არიან, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი იქნება”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.