ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მზად ვართ უკრაინას, სლოვაკეთის ნაცვლად, ელექტროენერგია მივაწოდოთ - პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრი

მზად ვართ უკრაინას, სლოვაკეთის ნაცვლად, ელექტროენერგია მივაწოდოთ - პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრი

პოლონეთი მზად არის უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, პაულინა ჰენიგ-კლოსკამ სლოვაკეთის მხრიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას განაცხადა.
„პოლონეთი შეძლებს გაზარდოს ელექტროენერგიის გაყიდვა უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენი ოპერატორი მზადაა, საუბარია მხოლოდ იმაზე, ექნება თუ არა ამის სურვული უკრაინას, ან იძულებული იქნება თუ არა გამოიყენოს ის. ფიცოს საქციელი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ჰენიგ-კლოსკამ.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პარტია განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებას და გაზის ტრანზიტის განახლების, ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.