ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები” – ივანიშვილის ბოდიში და რუსი მაღალჩინოსნები

“მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები” – ივანიშვილის ბოდიში და რუსი მაღალჩინოსნები

რუსეთი მზადაა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა.
„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ისინი, მზად ვართ წავიდეთ იქამდე, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“ – თქვა ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე
მანამდე, იგივე მზაობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინმა გამოთქვა და “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეაქო. დღეს იგივე გაიმეორა ზახაროვამ და ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაიხსენა, სეპარატისტებისთვის “ბოდიშის მოხდაზე”.
2024 წელს საქართველომ რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალები გააგზავნა, კერძოდ, სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, თქვა ზახაროვამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.