მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად, საახალწლო დღესასწაული ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში აღინიშნა. დამდეგი შობა-ახალი წელი მოქმედი, დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მიულოცეს.
სტუმრების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუამ და მომღერლებმა იზრუნეს. ბავშვები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიების ბოლოს საჩუქრებიც მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები უკვე ჩატარდა გორში, ქუთაისსა და სენაკში მდებარე სამხედრო ბაზებზე. საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება კი, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს