მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე – თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება

მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე – თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება.
დღეს საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სხდომები საგაზაფხულო სესიამდე აღარ ჩატარდება.
ამასთან, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით დეკემბრის მესამე პარასკევს – 20 დეკემბერ პარლამენტის ბიურო შეიკრიბება და საშემოდგომო სესია ბიუროს ფორმატში დაიხურება.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი საშემოდგომო სესია ნაყოფიერი იყო როგორც ორგანიზაციულად, ასევე საკანონმდებლო ინიციატივების მიღებით კუთხით.
შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს