ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მე-10 მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა

მე-10 მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა. რეგლამენტის თანახმად, არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. პარლამენტი არჩევნებამდე მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიკრიბოს.
17 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 40-მდე კანონპროექტი და კანონპროექტთა პაკეტი დაამტკიცა. ბოლო სხდომაზე მან მიიღო ლგბტ უფლებების შემზღუდავი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.
პარლამენტმა ბოლო სხდომაზე დაასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება. საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით, აირჩიეს უმაღლესი ინსტანციის 28-ე მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2025 წლის 12 ივნისიდან დაიკავებს.
პარლამენტმა მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.