ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს” – ყაველაშვილი გაეროს სესიაზე

“მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს” – ყაველაშვილი გაეროს სესიაზე

მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
“მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც, ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. საუკუნეების მანძილზე, დამპყრობლებთან უწყვეტი ომიანობის მიუხედავად, საქართველოში არსებული კულტურული გარემო, ყოველთვის გამოირჩეოდა უცხოსადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ჰუმანიზმითა და მოყვასის სიყვარულით. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თანაარსებობა და მრავალფეროვნება, ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალედაა აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“. საქართველო ის ადგილია, სადაც ისტორიის მანძილზე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არასოდეს მომხდარა არცერთი ადამიანის ჩაგვრა ან დევნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა სამართლიანობის მძაფრი განცდა“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.