ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მე ტყვია დემოკრატიის გამო მივიღე" - ტრამპი მასზე თავდასხმის შემდეგ პირველად გამოვიდა სიტყვით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, მასზე მკვლელობის მცდელობით თავდასხმის შემდეგ, პირველად გამოვიდა მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ-რაპიდსში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით.
ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს დემოკრატიისთვის, როგორც ამას მისი კრიტიკოსები ამტკიცებენ. "ისინი კვლავ იმეორებენ, რომ საფრთხეს წარმოვადგენ დემოკრატიისთვის. მე კი ვეკითხები [მათ], რა გავაკეთე მე დემოკრატიისთვის? გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის", - თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიტინგზე გამოსვლისას, ტრამპს სახვევის ნაცვლად ყურზე, რომელიც ტყვიამ დაუზიანა, პლასტირი ჰქონდა. ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მასზე თავდასხმის შემდეგ, მას მისწერა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, რომელსაც მან “შესანიშნავი ბიჭი” უწოდა.
მან დასძინა, რომ იგივე გააკეთა ლიდერების უმრავლესობამ და რომ ეს მისთვის სასიამოვნო იყო. პოლიტიკოსები ტრამპს არ დაუსახელებია.
ამას გარდა, ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის უკრაინის კონფლიქტს თავის ინაუგურაციამდე მოაგვარებს. "მე ერთადერთი ვარ, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ეს განცხადება: მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ტრამპზე თავდასხმა მოხდა პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე. ერთ-ერთი ტყვია მას ყურზე მოხვდა. დაიღუპა ღონისძიების ერთი წევრი, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა. 20 წლის მსროლელი, თომას მეტიუ კრუქსი, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
ეს სამსახური სახელმწიფოს პირველ პირებს იცავს. ეს ამერიკელ ლიდერზე თავდასხმის პირველი შემთხვევა იყო 1981 წლიდან, როცა პრეზიდენტ რონალდ რეიგანს დაესხნენ თავს.
The New York Times-ის წყაროების თქმით, საიდუმლო სამსახურმა აღიარა, რომ ორი წლის განმავლობაში ის უარით უპასუხებდა მოთხოვნებს ტრამპის დაცვის გაძლიერების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.