მე რუსეთის ეკლესია და ივანიშვილი მსჯის – არქიმანდრიტი ამბობს, რომ საპატრიარქოში დღეს მხოლოდ ჟურნალისტებთან ერთად შევა (ვიდეო)

ბეთლემის წმინდა მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში მივა, თუმცა, როგორც სასულიერო პირი “პირველებთან” ამბობს,  ზნეობის კომისიაზე დასწრებას, ჟურნალისტების გარეშე არ აპირებს.

არქიმანდრიტი სხოდმის საჯაროობას და საპატრიარქოში თავისუფალი მედიის დაშვებას ითხოვს.

მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მათი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მეუფე შიომ, მთელი ჩემი ქადაგება არის, რომ გამოვაჩინო საქართველოს მტერი. საქართველოს მტერი არის რუსეთი და “ოცნება”.  მზად ვარ და მეც ხელს შევუწყობ მაგაში, რომ თვითონაც გამოაჩინონ ვინ არიან და რატომ მსჯიან, იმიტომ, რომ მე მართლმადიდებლური სწავლებით საერთოდ არ მეკუთვნის სასჯელი. ჩემი დაბარება არის პირდაპირ სატელევიზიო საჯარო გამოსვლებზე, ამიტომ იქ აუცილებლად უნდა იყვნენ ჟურნალისტები. მე მივდივარ 2 საათზე და შევდივარ მხოლოდ თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად”- ამბობს არქიმანდრიტი. 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა