“მე მხოლოდ ვმღერი”; “მე მხოლოდ საღამო მიმყავს”; “მე მხოლოდ ტენდერებს ვიგებ”… – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
,,ავხსნი!
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე – მასწავლებელი ასწავლის; ექიმი კურნავს; მძღოლი მგზავრებს ემსახურება; სპორტსმენი თამაშობს; მზარეული კერძს ამზადებს და ა.შ.
ამათგან უმრავლესობა არც აქციაზე დადის და არც პროტესტს გამოთქვამს – რუტინა ჭამს ინდივიდებს! მე ვერ ვხედავ პრობლემას ამაში!
უმცირესობა (ექიმი, მასწავლებელი და ა.შ.) აქციებზეც დადის! ხოლო ძალიან ბევრი სამზარეულოებში კი არ ფუსფუსებს… არა! სამზარეულოებში შეყუჟულა და ნახევრადჩუმად თუ ნახევრადხმამაღლაა! არც ესაა პრობლემა – გამოვლენ როცა იქნება!
მე ყველაზე მეტად არ მესმის მათი დუმილისა, ვისაც მართლა არაფერი ხეირი არ აქვს ბანდა ხელისუფლებისგან… და სიტყვა კი ეთქმის!
სიტყვის თქმა, მაინც და მაინც, მიტინგზე მისვლას არ გულისხმობს! არც სამზარეულოებში ხმის ამოღებას! “სიტყვის თქმა”, მინიმუმ, რეჟიმის პროქსი ჯგუფებთან ირიბ თანამშრომლობაზე უარის თქმაა!
დიახ – “მე მხოლოდ ვმღერი”; “მე მხოლოდ საღამო მიმყავს”; “მე მხოლოდ ტენდერებს ვიგებ”… და ამათ კი ვაკრიტიკებ, მაგრამ, შტეფან ცვაიგის შესახებ (რა შუაშია ცვაიგი არ ვიცი, ისე ვთქვი) კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილი საღამო მიმყავს… არაა სწორი პოზიცია! იმიტომ კი არა, რომ ცვაიგი დიდი მწერალი არ იყო (არც თუ დიდი იყო ი.ტ.), არამედ იმიტომ, რომ სახელს შენსას ეფარება და იყენებს ხელისუფლება – აქაოდა, ესა და ეს ცნობილი ჩემს მიერ მოწყობილ საღამოს უძღვებაო, ამას ამბობს და … და “ამტკიცებს”, რომ პროტესტი არც საყოველთაოა და არც ინტელექტუალური!
დიახ, ინტელექტუალური… უფრო ზუსტად, ინტელექტუალთა საყოველთაო დაუმორჩილებლობაც არის ჩვენი გამარჯვების საწინდარი!
გამარჯვებისა იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც, მაღალი ალბათობით, ქიმიური იარაღი გამოიყენა!
ქიმიური იარაღი გამოიყენა მან, ვინც აწყობს ცვაიგის თუ სხვათა საღამოებს!
ქიმიური იარაღი გამოიყენა მან, ვინც უწყინარ კონცერტებს მართავს!
ქიმიური იარაღი გამოიყენა ვინც ფილმის გადაღება დააფინანსა!
ვინც ჯარისკაცს ბინა მისცა!
პოლიციელი შემოსა!
გზა ააშენა და გახსნა!
ეკონომიკა 9.8 % – ით გაზარდა!
სკვერი მოაწყო!
ათას შვიდას ცხრა კარგი საქმე გააკეთა!
ქიმიური იარაღი გამოიყენა? …. თუ მომედავებით და მეტყვით, რომ ეს დამტკიცებული არ არის; მე გიპასუხებთ, რომ უფრო არაა დამტკიცებული ის, რომ არ გამოიყება!
და თუ არსებობს თუნდაც 0.001 % რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ქომიური იაღაღი გამოიყენეს… რაღა დროს ცვაიგი ან გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი კარგი მუსიკაა!
და კიდევ – არ გამოიყენა? მაშ, სადაა პასუხი კითხვაზე რა მოხდა 28-30 ნოემბერს? 1#3 დეკემბერს?“

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს