პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი” – ზურაბიშვილი შესაძლო დაპატიმრების შესახებ კითხვაზე

“მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი” – ზურაბიშვილი შესაძლო დაპატიმრების შესახებ კითხვაზე

“მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი, ამიტომ, ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ დღეს მმართველი პარტია არის იზოლირებული და უფრო იზოლირებული გახდება. ახლა ყველასთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარდამავალი პერიოდი ახალი არჩევნებისთვის და იმედი მაქვს, ისინი [ქართული ოცნება] ამას შეეგუებიან. ახალი არჩევნები ქართულ ოცნებას ძალაუფლებისგან სრულად არ გააძევებს, ის დარჩება იმდენად, რამდენ მანდატსაც მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს.”
– ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ და ფიქრობს თუ არა, რომ ის, შესაძლოა, დააპატიმრონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.