მომღერალი მარიამ შენგელია დაინიშნა. მისი რჩეული მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია.
- შენგელიას 14 მაისს დაბადების დღე ჰქონდა და სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა გიორგიმ მისთვის ხელის თხოვნა. წყვილის რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელში მათი მეგობრები აქვეყნებენ.
როგორც ვიდეოებიდან ჩანს, დაბადების დღის წვეულებაზე, როცა მარიამი სცენაზე იყო, სცენაზე ავიდა გიორგიც და თქვა:
“მე მინდა, რომ ამ ბედნიერ დღეს ყველა კითხვა გავაქრო”, – ამის შემდეგ მუხლზე დაიჩოქა და საყვარელ ქალს ხელი სთხოვა.




მარიამ შენგელიას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. 2025 წელს მან საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა.
მარიამმა კონკურსზე სიმღერა Freedom შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილი მომღერალს აკრიტიკებდა და მას “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულად მიიჩნევდნენ. ევროვიზიის კონკურსზე შენგელია სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა.




